თინეიჯერი მგელი | tineijeri mgeli | Teen Wolf

ბიკონ ჰილსში, სავსე მთვარე ამოდის და მასთან ერთად შემაძრწუნებელი ბოროტება იღვიძებს, მგლები ისევ იწყებენ ყმუილს და იხმობენ ბანშებს, ადამიან კოიოტებს, დემონ ძაღლებს, კიცუნებს და სხვა ღამის ურჩხულებს. მაქცია სკოტ მაკქოლი თინეიჯერი აღარაა, თუმცა მაინც ლიდერად რჩება და მხოლოდ მას შეუძლია, ახალი მოკავშირეები და სანდო მეგობრები შეკრიბოს და ყველაზე ძლიერ და მომაკვდინებელ მტერს შეებრძოლოს.
ავატარი 2: წყლის გზა | avatari 2: wylis gza

მოქმედება ვითარდება პირველი ფილმის მოვლენებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ. ჯეიკ სალი ახლა თავის ახალშექმნილ ოჯახთან ერთად ცხოვრობს . როგორც კი ნაცნობი საფრთხე დაბრუნდება, რათა დაასრულოს ის, რაც ადრე იყო დაწყებული, ჯეიკმა უნდა იმუშაოს ნეიტირისთან და ნავის რასის არმიასთან, რათა დაიცვას პლანეტა .
ცეცხლოვანი სამურაი | cecxlovani samurai |

ჰენკი – მამაცი ძაღლია, რომელიც ოცნებობს გახდეს სამურაი, მაგრამ კატების ქალაქში მას არავინ აღიქვამს სერიოზულად. თუმცა, როდესაც ფუმფულა ნინძების არმია მათ ქალაქს მოსპობით დაემუქრება, ჰენკი გადარჩენის ერთადერთი იმედი გახდება. ახლა მისი , ბრძენი მასწავლებლისა და ერთგული მეგობრების დახმარებით, მთავარი გმირი მცირე დროში უნდა დაეუფლოს დიდი მეომრის უნარებს. მხოლოდ ამ გზით ექნება მას შანსი, ულვაშებიდან კუდამდე შეიარაღებულ ძლიერ მტერთან გაიმარჯვოს ეპიკურ ბრძოლაში.
ჰელოუინის დასასრული | helouinis dasasruli |

2018 წლის ჰელოუინის მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ ლორიმ გადაწყვიტა, რომ შიშისა და ბრაზისგან გათავისუფლდეს და ცხოვრებით დატკბეს. თუმცა როცა ახალგაზრდა კაცს დაადანაშაულებენ იმ ბიჭის მკვლელობაში, რომლის ძიძაც თავად იყო, იწყება ძალადობისა ტერორის კასკადი, რაც ლორის აიძულებს, საბოლოოდ დაუპირისპირდეს ბოროტებას, რომელსაც ვერ აკონტროლებს...
მისტერ ჰარიგანის ტელეფონი | mister hariganis

კრეიგი, პატარა ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭი, დაუმეგობრდება უფროს კარჩაკეტილ მილიარდელს მისტერ ჰარიგანს. ისინი ერთმანეთს დაუახლოვდებიან წიგნებსა და აიფონზე საუბრით, თუმცა მისტერ ჰარიგანის გარდაცვალების შემდეგ ბიჭი აღმოაჩენს, რომ ყველაფერი, რაც კვდება, უკვალოდ არ ქრება...